საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ქართული ენის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

     

    ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიზანია ძველი და ახალი ქარ­თუ­ლი სალიტერატურო ენის მონაცემების, უმწერლობო ქართველური ენების (მეგ­რული, ლაზური, სვანური), ქართული ენის დიალექტების შესწავლა სტრუქტურულ-სემანტიკური, ფუნქციურ-სტილისტური თვალსაზრისით; ასევე, ძველი და საშუალი ქარ­თული ენის წერილობითი ძეგლების დოკუმენტირება და კვლევა ტექ­სტო­ლო­გიურ-ფილოლოგიური და ლინგვისტური კუთხით; ლინ­გვის­ტური ექსპედიციების მოწ­ყობა − მუშაობა ველზე უმწერლობო ქართველური ენების, ქართული ენის დია­ლექ­ტური მასალის, ძველი და საშუალი ქართულის წერი­ლო­ბითი წყაროების შესაკრებად; მოპოვებული სინქრონიული ვითარების ამსახველი ემ­პი­რიული მასალის დამუშავება და ჩართვა საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევაში; შუა საუკუნეების ქართული თარგმანების (უპირატესად, ბიბ­ლიურ წიგნთა ძველი ქართული ვერსიების) ტექსტოლოგიური და ენობრივ-სტილისტური კუთხით კვლევა და კვლევის შედეგების ასახვა საუნივერსიტეტო სას­წავ­ლო პროგრამებში, კერძოდ: ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ქართველური ენათმეციერების სამაგისტრო, შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის სამაგისტრო და ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამებში (ქვედრაგები: ქართველური ენათმეცნიერება და ბიბლიის ფილოლოგია).

    ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების მიმართულებანი ინსტიტუტში შემავალი სამეც­ნი­ერო ერთეულების მიხედვით განისაზღვრება.

    ახალი ქართული ენის კათედრა შეისწავლის:

    • თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენას (ფონეტიკა, მორფოლო­გია, სინტაქსი);
    • თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების საკითხებს;
    • ქართული ენის სტილისტიკას;
    • ქართული ენის დიალექტებს;
    • ქართულ ლექსიკოლოგიას;
    • უმწერლობო ქართველურ ენებს: მეგრულს, ლაზურს, სვანურს.

     ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრა შეისწავ­ლის:

    • ძველ ქართულ ენას;
    • ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხებს;
    • ქართული პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის საკითხებს;
    • ძველი ქართული ენის წერილობით ძეგლებს ტექსტოლოგიური და ლინგვისტურ-ფილოლოგიური თვალსაზრისით.

    ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეისწავლის ქარ­თუ­ლი და სხვა უმწერლობო ქართველური ენების ონომასტიკას (ტოპონიმებს, ჰიდრონიმებს, ანთროპონიმებს და სხვ.)

    ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ორიონი“ შეისწავლის ძველ ქართულ ხელნაწერებს (უმთავრესად საქარ­თვე­ლოს ფარგლებს გარეთ არსებულ ხელნაწერთსაცავებში დაცულ მანუს­კრიპ­ტებს) და გამოსაცემად ამზადებს მათ.